LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის აეროპორტში 2024 წლიდან საჰაერო ტაქსი გამოჩნდება

55
61737853c3b1761737853c3b18163495739561737853c3b1561737853c3b16

რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გეგმავენ, რომ 2024 წლიდან მგზავრებს საჰაერო ტაქსის სერვისი შესთავაზონ. ინოვაციური ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან ავიაბაზამდე გასავლელ დროს 45 წუთიდან 15 წუთამდე შეამცირებს.

აერომობილების შექმნაზე გერმანული კომპანია Volocopter მუშაობს. ტაქსის კაბინაში ადგილი ორი მგზავრისთვის და ტვირთისთვის იქნება გამოყოფილი.

იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ საჰაერო ტაქსი 100-300 მეტრის სიმაღლეზე შეძლებს ასვლას და მისი სიჩქარე დაახლოებით 60 კმ/სთ იქნება. გარდა ამისა, აპარატი ელექტროენერგიაზე იმუშავებს და თითქმის უხმაუროდ გადაადგილდება.

ასეთი ტაქსით მგზავრობის თავდაპირველი ღირებულება 150 ევრო იქნება, ხოლო მას შემდეგ რაც სერვისი რეგულარული გახდება, ფასიც აუცილებლად შემცირდება.

საჰაერო ტაქსის სერვისის შემოღებაზე ევროპის სხვა აეროპორტებიც ფიქრობენ. მაგალითად პარიზის აეროპორტი აეროტაქსს 2030 წლიდან გაუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები