LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო,” – გედევან ფოფხაძე

35

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე იუსტიციის მინისტრის შესაძლო ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის შეცვლას არ ემხრობა.

“საერთო სტანდარტი ჩემთვის, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში წარმოადგენს თეა წულუკიანი, არის მაჩვენებელი მაღალი პოლიტიკური სტანდარტისა. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემგან თეა წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ.”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g