LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მანიაკალურ-კრიმინალური ანგარიშსწორება ჩადენილია ივანიშვილის ორგანიზატორობით: ნათელაშვილი

351
1

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.

ნათელაშვლის განცხადებით, ის ქმედებები, რომელიც სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, კრიმინალური ანგარიშსწორებაა:

“რაც დღეს ხდება ექსპრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არ არის სამართალთან.

ეს არის მანიაკალურ-კრიმინალური ანგარიშსწორება, ჩადენილი პირადად ივანიშვილის ორგანიზატორობით, რაზედაც მთელი ეს ხროვა უმკაცრესად აგებს პასუხს”, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

 

magti 5g