LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას მამა: “დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან… “

420
BeFunky-collage (16)

“მე ვურჩევდი, ფრთხილად იყოს ხელისუფლება. ცეცხლს ეთამაშებიან, დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან”, – ასე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, შვილის ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

“ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ ვიღაცას პარტიაში ეს ჰქონდა განზრახული. ძალიან დიდი სიბინძურეა.

რაც შეეხება მთლიანად ამ პროცესს საკმაოდ ბევრი ვიცხოვრე. 83 წლის ვარ, სტალინის დრო მახსოვს, ბევრი რამ… არ მეგონა, თუ ასეთ ჭუჭყთან თუ მექნებოდა კიდევ შეხება. ეს არის ჩემი ხელისუფლება? ესენი მართავენ ქვეყანას? რეებს კადრულობენ? აქ მორალზე არ არის საუბარი, ცოტა არ ეშინიათ? ყველაფერს აქვს საზღვარი”,- თქვა ხოშტარიას მამამ და დასძინა, რომ ელენეს დედა ძალიან განიცდის შვილის შიმშილობას.

“დედამისი ცუდად არის. წარმოიდგინეთ, შვილი შიმშილობს. პირველი რაც გააკეთა, ბოდიში მოგვიხადა არ გაგაფრთხილეთ და ისე დავიწყე შიმშილობაო”,- თქვა გოგი ხოშტარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g