LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრი ახალ ალტერნატიულ სივრცეში სპექტაკლს წარმოადგენს 

247
mizatova

13,14 ნოემბერს, 20 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული თეატრი, სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, სოსო ნემსაძის ახალი სპექტაკლის ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიმერას ახალ, ანდერგრაუნდულ სივრცეში წარმოადგენს.

რუსთავის თეატრი, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, არსებობის განმავლობაში არაერთი საინტერესო დადგმა განუხორციელებია, რომელიც ძირითადად ცენტრალურ ანუ დიდ სცენაზე იდგმებოდა. წლების მანძილზე კი ხელმძღვანელების ინიციატივით, შენობაში ახალი  თეატრალური სივრცეები იქმნებოდა. ამ დრომდე რუსთავის თეატრს დიდი სცენა (450 ადგილით) მცირე სცენა (80 ადგილით) და ცისფერი დარბაზი (67 ადგილით) აქვს. პანდემიის პერიოდში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში რუსთაველ თეატრალებსაც მოუწიათ იძულებითი პაუზა, თუმცა რეგულაციების დაცვით და სიფრთხილით პერიოდულად მაინც ხდებოდა შემოქმედებითი ცხოვრების გაცოცხლება.  პამდემიის პერიოდში თეატრმა 3 პრემიერა წარმოადგინა და გასულ შემოდგომაზე თეატრის ეზოში კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსაც უმასპინძლა. შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად კი თეატრის შიდა დასუფთავების  პროცესებსაც შეუდგა. ამ შემთხვევაში სამიზნე ტერიტორია შენობის პირველი სართული და სარდაფი გახდა. დასუფთავების პროცესში, რომელშიც დაქირავებულ მუშებთან ერთად დასიც სიამოვნებით ჩაერთ,  საინტერესო აღმოჩენებიც  დაფიქსირდა. მაგალითად ის რომ თეატრის შენობაში  სანგარი იყო განთავსებული, აქამდე მის შესახებ სწორედ დასუფთავების პროცესში გაირკვა. ამავე დროს გამოთავისუფლებულმა სივრცეებმა ახალი შემოქმედებითი გეგმებიც დასახა და რაც მთავარია, დაიბადა იდეა, თეატრს შეემატოს სრულიად ახალი თეატრალური სივრცე.

ენჯე გიზატოვას პიესა ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და ქართულად სწორედ მისი ინიციატივით ითარგმნა, შესაბამისად პიესა ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად დაიდგმება. სპექტაკლი 1937-იანი წლების მძიმე პერიოდზე მოგვითხრობს.

რეჟისორი – სოსო ნემსაძე, კოსტუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზი, ტექ.რეჟისორი – ინა ხომასურიძე. მონაწილეობენ: არჩილ მაკალათია, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, ბექა კულიჯანაშვილი, მარიამ კვიტაიშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნათია არბოლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g