ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამოგრევის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოცვივდა ბეტონი, კედლებზე ბზარებია და დამსკდარია.
“ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. ჩემს საძინებელში დამსკდარია კედლები. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ”,- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.
სახლში 75 ოჯახი ცხოვრობს. ამ წუთებში ყველა მცხოვრებმა შენობა დატოვა და ისინი კორპუსის ეზოში არიან შეკრებილები.
”ჩამოცვენილია ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. დღეს გამოვედი რადგან იყო ჩამონგრევის ხმა. ჩემს საძინებელში ძალიან ცუდი სიტუაცია. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ”,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
