LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს – კახა კალაძე

96

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის. ამის შესახებ კალაძემ უპასუხა კითხვას, რამდენად ტოვებს ძალაში მამუკა ბახტაძე ქვეყნის ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ ინიციატივას, რომლითაც სამთავრობო უწყებებში შავი ჯიპები ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებდანახარჯიანი ავტომობილებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„არის განსხვავებული მიდგომები შავ ჯიპებთან დაკავშირებით და დაველოდოთ პრემიერის განცხადებას. პრემიერი თვითონ გააჟღერებს ინფორმაციას, როგორ, რანაირად უყურებს ამ ჩანაცვლების პროცესს. არ მინდა წინასწარ, პრემიერის მაგივრად გავაკეთო განცხადება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დონეზე ავტოპარკის საკითხს, მერიას შავი ჯიპები აღარ ჰყავს. პირიქით, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის ფარგლებში ახლა შევიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილები, ტექნიკა და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ განახლებულ სამსახურს,“ – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 თებერვალს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი – შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g