ელენე ხოშტარიამ, რომელიც უკვე მე-15 დღეა, პარლამენტში შიმშილობს, რეჟისორ ლანა ღოღობერიძისგან მისივე წიგნი მიიღო საჩუქრად. რეჟისორმა ელენესთვის განკუთვნილ გამოცემას წარწერაც დაურთო თან და დაწერა: „მინდა, გამოვაცხადო ჩემი უღრმესი სიმპათია და აღფრთოვანება შენი ქმედებების და პიროვნების მიმართ. ახლა კი უბრალოდ, გული მისკდება შენ გამო. იცოდე, რომ ყველას სჭირდები – ჯანმრთელი და ისეთივე მედგარი. ეს წიგნი კი ჩემი ცხოვრების ნაფიქრალია…“
ელენე ხოშტარიამ წიგნის ფოტოები გააზიარა და აღნიშნა:
„ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი მივიღე. ყველა წვეთი სითბო, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მავსებს❤️ დიდი მადლობა ქალბატონ ლანას“.