LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი – მაშინ სად იყო ომბუდსმენი, როდესაც 2 000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა?

615
1

მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი ყოფილი პრეიზდენტის შიმშილობის საკითხსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებში სახალხო დამცველის ჩართულობას ეხმიანება.

როგორც წილოსანმა ტელეკომპანია “პოსტივის” ეთერში განაცხადა, ასევე საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება ბოლო წლებში მოშიმშილე 2000-ზე მეტ პატიმარზე.

წილოსანმა რიტორიკული კითხვაც დასვა, თუ სად იყო ომბუდსმენი, როდესაც 2000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა:

“სახალხო დამცველი, რომელიც ახლა ამბობს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლება მე-18 დაწესებულებაში ყოფნის გამო ირღვევა, ასევე საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება ბოლო წლებში 2000-ზე მეტ მოშიმშილე პატიმარზე. თუ მე-18 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებისთვის მიუღებელი პირობებია, მაშინ სად იყო ომბუდსმენი, როდესაც 2000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა?

რაც შეეხება იმ ექიმების ჯგუფს, რომელთა მიკერძოებულობა ნათელია, მათ შემთხვევაშიც კი ისინი ვერ საუბრობენ, რა არ უტარდება და საუბრობენ, თეორიულად რა შეიძლება იყოს საჭირო. ეს დასკვნა პენიტენციური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კარგი საშუალებაა პასუხისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზრუნავს გამოიჩენენ.

თუ მოშიმშილე ადამიანის, თვითონ შიმშილისა და პოსტშიმშილის პერიოდის მართვაზეა საუბარი, ქვეყნის მასშტაბით არ მოიძებნება ისეთი კვალიფიციური დაწესებულება, როგორიც მე-18 დაწესებულებაა. წელიწადში 750-ზე მეტი პატიმრის ფაქტი ყოფილა. ყველა შემთხვევას სათანადოდ მართავდნენ და გართულებები არ ყოფილა. ყველა კითხვას, რაც ისმის, აქვს ფაქტებით გამყარებული პასუხები.” – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, მასში წერია:

“პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g