LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

N18 დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი იმყოფება

78
rati-bregadze-w-h

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი ორი კონსილიუმის წვერი ექიმები ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ. სამინისტროში იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც, თუმცა შეხვედრა მან უკომენტაროდ დატოვა.

დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას “მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე”, ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და “ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის”. რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა “აბსოლუტურად სტაბილურ” მდგომარეობაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g