LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი „ბლუმბერგთან“ საუბრისას ამბობს, რომ თუ აშშ არაფერს იღონებს მის დასაცავად, პროდასავლური ლიდერებისთვის ეს საშინელი სიგნალი იქნება

97
მიხეილ-სააკაშვილი

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის შესახებ წერს და მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატის მეშვეობით კითხვებით მიმართეს.

თავად სააკაშვილი კი მათი კითხვების საპასუხოდ იხსენებს, როგორ მდგომარეობაში გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, დააგდეს ასფალტზე და ფიზიკურად იძალადეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი მათთვის გაგზავნილ ხელნაწერ კომენტარში დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, რადგან მისი ქვეყანა დასავლურ კურსს ზურგს აქცევს.

„თუკი ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს იღონებს ჩემ დასაცავად, ეს საშინელი სიგნალი იქნება ყველა პროდასავლური ლიდერისა და საზოგადოებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ბლუმბერგის“ თანახმად, სწორედ დასავლური კურსისთვის შექმნილი საფრთხით ხსნის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებასაც.

„ის ამბობს, რომ ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნების წინ დაბრუნდა, რადგან „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს ხელისუფლების განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კურსს ღალატობს“, – წერს ამერიკული გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

ამასთან, „ბლუმბერგი“ იმასაც აღნიშნავს, რომ ისინი საპასუხო კომენტარისთვის საქართველოს ხელისუფლებასაც დაუკავშირდნენ, თუმცა იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა მათ უთხრა, რომ მინისტრს არ სცალია კომენტარის გასაკეთებლად, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა კი კომენტარზე უარი უთხრა.

magti 5g