LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო იზიარებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას და შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების მნიშვნელობას“ – The Wall Street Journal ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს

79
1571950713-1570689080-ირაკლი-ღარიბაშვილი-1

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal” შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შესახებ წერს.

სტატიის ავტორი საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნების კონტექსტში აშშ-ის ხომალდების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, ის 2021 წლის 9 ნოემბერს, ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდების შემოსვლისა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გემზე სტუმრობის შესახებ საუბრობს.

„აშშ პარტნიორებისთვის რეგიონში საზღვაო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, აშშ-ის მეექვსე ფლოტმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ამ თვის დასაწყისში უმასპინძლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ქვეყანაც დამოკიდებულია აშშ-ს საზღვაო წვრთნებზე მას შემდეგ, რაც მისი საზღვაო ფლოტი 2008 წელს რუსეთმა გაანადგურა,“ – აღნიშნულია გამოცემის მიერ.

სტატიაში ასევე მოყვანილია ციტატა საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ამერიკულ ხომალდ “Mount Whitney”-ზე გაკეთებული განცხადებიდან: „საქართველო იზიარებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას და შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების მნიშვნელობას.“

აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორი ხაზს უსვამს შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g