2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 11.1 წელია. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადაც 1994 წლის შემდეგ არსებული მაჩვენებლებია ასახული, ქვეყანაში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10-დან 12,2 წლამდე მერყეობს.
ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა, წლის განმავლობაში განქორწინებული წყვილების რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით იანგარიშება.
საქსტატის ინფორმაცით, 2020 წელს 7 673 წყვილი განქორწინდა.
2012 წლის შემდგომ კი განქორწინებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს, როცა განქორწინების გადაწყვეტილება 11 205-მა წყვილმა მიიღო.
2020 წელს საქართველოში 60 წლისა და უფროსი ასაკის 490 ადამიანი დაქორწინდა