LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მრევლს ცალკე უნდა უგორო კოჭები, ლამბერსექსუალებს ცალკე”

66

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში საქართველოში მომრავლებულ ლამბერსექსუალებზე წერს.

როგორც ის ამბობს, წვერის გაზრდით საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვა უკვე ვეღარ ხდება, რადგან ახლა საქართველოში ასპროცენტრიანი გაწვერიანებული საზოგადოებაა.

“ასპროცენტიან უწვერო საზოგადოებაში, ვიღაცებს მოუვიდათ აზრად, რომ მოეშვათ წვერები და ამით საკუთარი ინდივიდუალობისთვის გაესვათ ხაზი. მერე მიბაძვით ეს გახდა მოდა და ახლა ასპროცენტიან გაწვერიანებულ საზოგადოებაში უნდა ველოდოთ, რომ ვიღაცები გადაწყვეტენ, რომ წვერები გაიპარსონ და ამით საკუთარ ინდივიდუალობას გაუსვან ხაზი. მერე მიბაძვით ეს გახდება მოდა და დამთავრდება ქართული მამაკაცური მოდის მოჯახედური პერიოდი:)))

ათიდან ცხრა მამაკაც ამომრჩეველს პოლიტიკოსი გულს რომ ატკენს, ის რა პოლიტიკოსიაო, იტყვის მავანი:(

მრევლს ცალკე უნდა უგორო კოჭები, ლამბერსექსუალებს ცალკე, ლუდი რომ ღვინოს ურჩევნია და პირიქით, იმათაც. სუბსიდირების მომხრეები უმრავლესობაში რომ არიან და აგერ ბიტკოინმოყვარულებიც რომ გაჩნდნენ უმცირესობაში, ესეც მხედველობაშია მისაღები. უმცირესობა-უმრავლესობის ამბავი ხომ მთლად მძიმედ ქართულია-17 მაისს ან ტაბურეტკას უნდა შეუშვირო თავი ან ტაბურეტკიანს უნდა მოცხო ტაბურეტკა.

ზოგს მესი მოსწონს და ზოგს რონალდუ და მე, ესპანეთის და ბელგიის გულშემატკივარი რომ ვარ ამ ჩემპიონატში, როგორ გამოვყო თავი ტრადიციულად სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარულ ქართველობაში?

მოკლედ, ბალანსი თუ ვერ დაიჭირე, ისე რა გესაქმება პოლიტიკაში?!

”იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდა თქვან”!- ბრძანებს დიდი დანტე ალიგიერი და მეც ამ სიტყვებით გამხნევებული კვლავ ვამბობ: გაიპარსეთ წვერი ახალგაზრდა ამომრჩევლებო!

(მაინც დაბალანსებული მოწოდება).

ეს ფეისბუკიც რომ ჩამორჩება ხოლმე? სადაა წვერმოშვებული კაცის სტიკერი?,” – წერს გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები