LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს

48
ნინო-ლომჯარია

„თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სააკაშვილის საქმის განხილვისას უკვე იყო სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების დარღვევა. სახალხო დამცველის თქმით, დღეს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტები გაეცნობიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის მიმდინარეობის თაობაზე, ზოგად შეფასებებსაც გააკეთებენ.

„თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, რა თქმა უნდა, პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს. თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად. ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი 3 პროცესი, სადაც მას არც ერთი ფორმით არ მიეცა დასწრების შესაძლებლობა, რაც სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების დარღვევაა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, გარემოებები, რაც იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა, არ იყო სამართლებრივი, თუ რის გამოც უთხრეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ იმ 3 შემთხვევაში სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლება დაირღვა, რომ პირადად დაესწროს სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა ფორმით საჯაროდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ, პირველი სამი განხილვისას დარღვეული იყო მის მიმართ სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება.

კითხვები მაქვს, რამდენად იქნება მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა, თუმცა, კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს ახლა პასუხი, უნდა გათავისუფლდეს თუ არა დროებით. ამას აქვს თავის საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ, რაზეც უფრო ზუსტ პასუხს გეტყვით მას შემდეგ, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შევაფასებთ“, -განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება უცხოელი მოსამართლეების შესაძლო ჩართულობას, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. როგორც ომბუდსმენმა თქვა, მას ახლა რეცეპტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ნამდვილად არ აქვს.

„არ განგვიხილავს ეს საკითხი, მათ შორის უცხოელი მოსამართლეების ჩართვა როგორ შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ველოდები ამ მიმართულებით ხარვეზებს. იმედია, რომ ჩემი უარყოფითი მოლოდინი არ გამართლდება, თუმცა, პროცესს დავაკვირდებით და ჩვენი პოზიციები გვექნება. წინ კიდევ არაერთი სასამართლო პროცესია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამ საავადმყოფოში იმყოფება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კრიტიკულ დროს ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. პატიმრის უფლების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული შენიშვნები უკვე გავეცით და გვითხრეს, რომ გამოსწორდებოდა.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით, სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს დაუვალებია სახელმწიფოსათვის სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება: ნინო ლომჯარია

დღეს მოვედით იმისთვის, რომ ვნახოთ, შესრულდა თუ არა ეს ხარვეზები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი ან დისტანციური დასწრება ისე, რომ ეს პროცესი იყოს ღია და საზოგადოებას შეძლოს, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ამ პროცესს თვალი მიადევნოს. პროცესი უნდა იყოს საჯარო. ეს არის ის მოთხოვნა, რასაც სტრასბურგის სასამართლო ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ითხოვს“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა: იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g