ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„მიშა ჩემთვის ძალიან სხვა იდეაა. მიშას დამარცხება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ყველა პერსპექტივა იხურება. მიშა ჩემთვის სხვა ხაზია, რომელზეც გადის ამ ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა. „ქართული ოცნების“ წევრები ამაზე იცინიან და ვისთვის ეს ქვეყანა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და ვისთვის – იდეალისტი მიშა სააკაშვილი…“
ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები „შეკერა“ და საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს უსამართლობის განცდა.
„თუ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა ჩასვან ციხეში. არ დავწვრილმანდები, რაზე ასამართლებენ მიშა სააკაშვილს. მაშინდელი ოპოზიცია ძალიან კარგად ახერხებდა, რომ ყველა მომხდარი კრიმინალური ამბავი ყოფილიყო დაკავშირებული მიშასთან. ბუტა რობაქიძის შემაძრწუნებელ ამბავზეც კი ეწერა, რომ მიშა მკვლელია. თუ ბუტა რობაქიძე მიშას პასუხისმგებლობაა, ლუკა სირაძე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა?!. ის საქმეები, რომლებიც ახლა წარიმართება და არ ვიცი, როგორ წარიმართება – იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს, უნდა იყოს საჯარო პროცესები…“