LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება

92

ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამული ხარვეზის გამო აფრენამდე თვითმფრინავის სადგურზე დაბრუნდა გახდა საჭირო, თუმცა ამჟამად ყველაფერი მწყობრშია. აეროპორტების გაერთიანების განმარტებით,  მგზავრები ჩანიშნული რეისის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აეროპორტების გაერთიანებამ დორტმუნდის მიმართულებით „ვიზეარის“ რეისთან დაკავშირებით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო, ინფორმაცია გაავრცელა. 

„მგზავრთა საყურადღებოდ! ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ რეისზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა. „ვიზეარის“ თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი“, – განაცხადა მგზავრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g