„ქარი“ ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია „ქარის“ აპლიკაციით.
„ქარის“ მოპედები ინდივიდუალური ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის გამოიყენება. სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან.
სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია. მისი ძირითადი პლუსია საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა.
“ბიზნესკურიერის” სტუმარია დანიელ დოინიცინი – „ქარის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
– როგორც ვიცი, ამჟამად „ქარი“ მუშაობს ველოსიპედების გაზიარების სერვისზე, რაც გააფართოებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხაზს. ასევე იგეგმება მინი ელექტრომობილების წარდგენა მოგვიყევით თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ.
– ახლა, ამ მომენტისთვის ვმუშაობთ, რომ აპლიკაციაში ჩვენ სერვისში დაემატოს ელექტროველოსიპედები. ეს არჩევანი თბილისის რელიეფის გათვალისწინებით ავირჩიეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს ხალხისთვის გადაადგილება მთაგორიან ადგილებში. ვმუშაობთ აქტიურად, რადგან ველოსიპედების სერვისს ცოტა უფრო მეტი შეთანხმება სჭირდება მუნიციპალიტეტთან, ამ შემთხვევაში თბილისის მერიასთან, იმიტომ რომ უფრო „ფაბლიქ“ ტრანსპორტის კატეგორიაში შედის.
ასევე ვმუშაობთ „მიკრო“ მანქანების მიმართულებით, „მიკრო“ ნიშნავს ძალიან მცირე ზომას. ამჟამად გვყავს ერთი მოდელი სატესტო და წარმატებული ტესტების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოს და 2022 წლის პირველ კვარტალში მოვახერხებთ, რომ ჩავუშვათ ეს სერვისიც ჩვენს აპლიკაციაში და ამის შემდგომ ხალხს უკვე სამი არჩევანი ექნება „ქარის“ აპში. ველოსიპედი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იმიტომ რომ ასაკობრივი ბარიერი იწევს კანონმდებლობის მიხედვით. ველოსიპედს უკვე პატარა ასაკიდანაც ატარებენ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად და ველობილიკების კეთებასთან ერთად ერთიანი „ფინერგია“ იქნება.
– მოთხოვნა ალბათ არის ზრდაზე და განვითარებაზე, თუნდაც მოპედების კუთხით, ვხედავთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს მოპედს ქალაქში გადაადგილებისთვის. ამ მიმართულებით რამდენად არის ზრდის ტენდენცია და ინვესტორების დაინტერესება საქართველოში ამ მიმართულებით ფულის ჩადების.
– მართალია, მცირე ბაზარია, მაგრამ მაინც მოთხოვნა მზარდია. ხალხი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს მოპედებს. მარტივია მისით გადაადგილება და საცობში დროს ზოგავ. გამონაბოლქვი არ აქვს. და გაეროს გეგმები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, იქიდან ვცდილობთ, ორი შევასრულოთ. მოთხოვნა მზარდია. რეგისტრაციები არის და რეიდები არის. ზამთარი რომ მოდის, მოთხოვნა კლებულობს, იმიტომ რომ ნაკლებად კომფორტულია მოპედით გადაადგილება. საერთაშორისო ყურადღებაც დიდია. სულ ახლახან ჩვენ მოვახდინეთ ერთი საინტერესო ინტეგრაცია. „ბერდის“ აპლიკაციაში. სადაც გამოჩნდა „ქარის“ მოპედები და ამან საერთაშორისო დაინტერესება გამოიწვია, შავი ზღვის ქვეყნებში, რადგან ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი სერვიზია შავი ზღვის ქვეყნებში, სადაც მოპედების განვითარების ასეთი სერვიზია. ასეთი ბრენდი და სტილისტიკა ყველას ძალიან მოსწონს და ძალიან გულშემატკივრობენ. ინვესტორებიდანაც არის დაინტერესება კონკრეტულ შემოთავაზებებზე ვმუშაობთ ხოლმე.
– მსმენელს მარტივად რომ ავუხსნათ, როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ უნდა ისარგებლონ ამ ელექტრომოპედების სერვიზით.
– მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ მარტივია. „ფლეისთორიდან“ ან „ეპსთორიდან “ უნდა გადმოწერონ „ქარი“ აპი, მარტივი რეგისტრაციაა მობილურით. ამის შემდეგ ამატებენ თავიანთ გადახდის მეთოდს, საბანკო ბარათს ვგულისხმობ და შემდგომ ტვირთავენ თავიანთ მართვის მოწმობას. ვერიფიკაციას გადიან წამებში და უკვე მზად არიან რომ აპლიკაციის მეშვეობით იქირაონ მოპედი. აირჩევენ მოპედს რუკაზე, ან დაასკანერებენ „ქიუარ“ კოდს და იწყებენ თავიანთ მზაობას.
-პრინციპში ერთი შეხედვით მარტივია და უსაფრთხოების კუთხით რა ზომები გაქვთ მიღებული?
– კოვიდუსაფრთხოების გამო აქტიურად მიდის გაწმენდა და შემოწმება. ამავდროულად, მოპედში არის ორი ჩაფხუტი. ასევე არის ჰიგიენური კეპები საბარგულში, რომელსაც დაიფარებ, მერე ჩაფხუტს დაიფარებ და ორ ადამიანს შეუძლია, რომ გადაადგილდნენ ქალაქში. ეს სერვიზი ძალიან ეხმარება სოციალური დისტანციის ნაწილსაც. იმიტომ რომ ინდივიდუალური ტრანსპორტია და კოვიდმა აჩვენა, რომ პატარა, მსუბუქი და ელექტროტრანსპორტი დიდი ქალაქებისთვის ძალიან საჭიროა.
– მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ და იმედია, კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრომეპედების ბაზარი და მით უფრო გაზიარების სერვისი კიდევ უფრო პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში.
– ყველაფერი ელექტროსკენ მიდის და მგონია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალი იქნება.
– ჩვენ, მინიმუმ ტრენდს არ უნდა ჩამოვრჩეთ.