LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ ოპოზიციიდან სააკაშვილს მალე გაემიჯნებიან: შალვა პაპუაშვილი

109
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.

მას აქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხის გამო პარტიაში განხეთქილება მოხდება.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა ფრთაა – ზოგი ვალის მოხდის მიზნით უჭერს მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ ეს მხარდაჭერა ცალყბა ხდება ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, მალე გაემიჯნებიან.” – განაცხადა პაპუაშვილმა

ამასთან, კითხვაზე, რა იქნება ხელისუფლების ნაბიჯები მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გამოჯანმრთელდება, პაპუაშვილის თქმით, „ის გლდანის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადავა და მსჯავრის მოხდას გააგრძელებს“.

პაპუაშვილის განცხადებით ყველა, ვინც დღეს ამბობს – „თავისუფლება მიშას“, მიუხედავად იმისა, ქართველია, უცხოელი თუ რა სტატუსი აქვს, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g