“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.
“მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
Vakho Kaloiani ის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა”,-წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდნენ. სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, „დროას“ ლიდერმა შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.