LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ულამაზესი ფილმი კერი მალიგანის მონაწილეობით

„სიამაყე და ცრურწმენა“ (Pride and Prejudice, 2005) – პირველი სრულფასოვანი როლი კერი მილიგანმა 20 წლის ასაკში მიიღო ჯეინ ოსტინის რომანის „სიამაყე და ცრურწმენა“ ცნობილ ეკრანიზაციაში, რომელმაც „ოსკარის“ რამდენიმე ნომინაცია მოიპოვა, დებიუტანტ მალიგანს კი, პოპულარობა მოუტანა.

„გრძნობების აღზრდა“ (An Education, 2008) – სწორედ ლონე შერფინგის ფილმის წყალობით მოიპოვა მალიგანმა პუბლიკის სიყვარული, როცა ბევრად უფროს თაღლითზე შყვარებული ლონდონელი სკოლის მოსწავლე განასახიერა და „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებთან ერთად ბრიტანული კინოაკადემიის პრემიაც დაიმსახურა.

„დიდი გეტსბი“ (The Great Gatsby, 2013) – როლი, რომლის მთავარ პრეტენდენტებად ამერიკელი სკარლეტ იოჰანსონი და კირსტენ დანსტი ითვლებოდნენ, საბოლოოდ სწორედ ბრიტანელმა კერი მალიგანმა მიიღო და ჰოლივუდიც გააოცა. თავად ფილმის რეჟისორის ბაზ ლურმანის განცხადებით, გადაწყვეტილება მან ფილმის „გრძნობების აღზრდა“ ნახვის შემდეგ მიიღო, როცა მილიგანის ნიჭით აღფრთოვანებულმა, სწორედ მისი მიწვევა მოისურვა საკუთარ ფილმში. მართალია, „დიდი გეტსბი“ პრიზების გარეშე დარჩა, მაგრამ თანამედროევობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფილმად იქცა.

„შორს შეშლილი ბრბოსგან“ (Far from the Madding Crowd, 2015) – ტომას ჰარდის საკულტო რომანის მეოთხე ეკრანიზაცია, რომელმაც წინა ვერსიებისგან განსხავვებით, მარადიული ბრძოლა გრძნობასა და გონებას შორის არაჩვეულებრივი ინგლისური პეიჟაზების ფონზე გადმოსცა, ერთნაირად წარმატებული აღმოჩნდა როგორც რეჟისორისთვის ტომას ვინტერბერგისთვის, ისე მთავარი როლის შემსრულებელი კერი მალიგანისთვის.

„სუფრაჟისტი“ (Suffragette, 2015) – ბრიტანელი რეჟისორის სარა გავრონის ფილმი კერი მალიგანისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით, პირველ რიგში ისტორიული დრამის მოყვარულებმა მოეწონებათ. სხვათაშორის, „სუფრაჟისტი“ პირველი ფილმია რომლის შემქმნელებმა ბრიტანეთის პარლამენტში გადაღების უფლება მიიღეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები