ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კოვიდით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები მაღალია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და გამომწვევი მიზეზებიც განმარტა.
დაინფიცირდა 4100, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების აუცრელობაა:
“ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, იყო თუ არა საინფორმაციო კამპანია წარმართული სწორად თუ მცდარად. ჩვენ გავაანალიზეთ სამინისტროში განხორციელებული ღონისძიებები და უნდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც პროცესში ჩართული უწყებების მხრიდან იყო წარმართული, ნამდვილად მასშტაბური იყო.
თუმცა იკვეთებოდა გარკვეული ნეგატიური მესიჯები, რომელიც ვაქცინაციის პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია ყველა კუთხით იყოს ის მხარდაჭერილი და მხოლოდ კრიტიკა არ გვესმოდეს.
ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არ არის და მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ გარკვეული გზამკვლევი საზოგადოებისგანაც.
21 იანვარს დავამტკიცეთ კალენდარი, რომლიც გულისხმობდა ასაკობრივი ჯგუფისა და მეტი რისკის მქონე მოსახლეობის აცრას. როცა წლის ბოლოს ეს ყველაფერი გავაანალიზეთ ვნახეთ, რომ სხვა ქვეყანაში ნაკლებია ლეტალობა და საქართველოში მეტია ლეტალობა და რატომ არის ყოველივე ეს ასე, მოსახლეობას ძალიან აინტერესებს.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან ვიცით, რომ 60 წლის ზემოთ მოსახლეობა გაცილებით უფრო მეტად ზიანდება კოვიდინფექციის შედეგად, ხდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია და 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების 85 % ხვდება ჰოსპიტალში, რაც იწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას. უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90 %.
ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში. გარდაცვლილებიდან 95% 60 წლის ზევით ასაკის ადამიანები არიან. ის ქვეყნები სადაც 60 წლის ზევით მოსახლეობის 90% აცრილია ლეტალობა დაბალია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.