LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

77
AEEE3D6D-589F-41B3-A197-53CE23A30FA5-cx0-cy4-cw0-w1023-r1-s

შრომის ინსპექციის განცხადებით, „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ “ხიდ”-ზე აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

“აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად,მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.

აქვე აღსანიშნავია, რომ “მწვანე ზონების” კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება“, – წერია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კლუბი “ხიდი” შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

3 დეკემბერს “ხიდმა” 21-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ საკლუბო ღონისძიებას უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g