LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე – კულტურამ, განათლებამ და სპორტმა მაღალი ფასეულობების მქონე მოქალაქეები ერთად უნდა აღზარდონ

89

ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები, გვჭირდება, რომ კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, აღნიშნული საკითხი ეროვნულ ცნობიერებას და ზოგადად, ადამიანის ფასეულობებს უკავშირდება.

„კულტურა აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს ჩვენი ბავშვებისთვის არათუ სკოლის მერხიდან, არამედ საბავშვო ბაღიდან, ისევე, როგორც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნა და ის ტრაგიკული ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, სამწუხაროდ ამის მაგალითია. აქედან გამომდინარე, მინდა ავხსნა, რატომ ვფიქრობთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულების გაერთიანება სწორია.  ჩვენთვის მთავარი იდეა იყო არა სამინისტროების რაოდენობის შემცირება, არამედ ის, რომ სტრუქტურას ეფუნქციონირა და მიგვეღო უკეთესი შედეგი. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების  ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ჩვენ სწორედ ამას მივიღებთ. ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები ჩვენ გვჭირდება, კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება“, – განაცხადა პრემიერმა.

შესაბამისად, მისი თქმით, კულტურისა და სპორტის და განათლებისა და მეცნიერების უწყებების გაერთიანება სწორი ნაბიჯია. პრემიერის შეფასებით, იგივე გზა გაიარეს საკმაოდ წარმატებულმა ქვეყნებმაც და საქართველოს შემთხვევაშიც აღნიშნული გადაწყვეტილება მართებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g