ათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი- ორი ჩვილი და მათი მამა გარდაიცვალა, ხოლო დედა და ბებია დაშავდა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
შეგახენებთ, რომ ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც სამი – ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ბათუმი-ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.