LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, მოძრაობა ხვალ დღის პირველ ნახევარში ნაწილობრივ აღდგება: დავით კუხალეიშვილი

257
სვანეთის-გზა

​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა, მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯასთან ​ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იცავს, ხოლო აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ასრულებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის განცხადებით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, დამატებითი ტექნიკის გამოძახება გახდა საჭირო.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და სავარაუდოდ, მოძრაობა ხვალ დღის პირველ ნახევარში ნაწილობრივ აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g