LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა Apple-ს დასცინა – Cybertruck-ის ვიზუალის მქონე კიბერ-სასტვენი წარადგინა

97
cbrttrck

ილონ მასკი ფიქრობს, რომ Apple-ის 19 დოლარიანი ეკრანის საწმენდი ნაჭერი დიდი ვერაფერია და მას 50 დოლარიანი მეტალის კიბერ-სასტვენი დაუპირისპირა. თანაც, ამ სასტვენს მომავალი პიკაპის, Cybertruck-ის მსგავსი დიზაინი აქვს.

სიახლეს Cyberwhistle ჰქვია და მთელი კოლექცია ბაზარზე გამოჩენისთანავე, რამდენიმე წუთში გაიყიდა.

მილიარდერმა ახალი პროდუქტი ტრადიციულად, თავის ტვიტერზე გამოფინა და მას კომენტარიც მიაწერა – „დაუსტვინე ტესლას, ნუ გაფლანგავთ ფულს სულელურ ნაჭერში, იყიდეთ სასტვენი!“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ სასტვენი სრულად გაიყიდა და გადამყიდველები მას უკვე 5 ათას დოლარებში ყიდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g