LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტომი ჰილფიგერში” საზაფხულო ფასდაკლების აქცია დაიწყო

172

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში ,,ტომი ჰილფიგერი” საზაფხულო აქცია დაიწყო. ფასდაკლებები მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე ვრცელდება და ის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

,,საზაფხულოდ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. გვაქვს 60%-ამდე ფასდაკლება, რომელიც ვრცელდება როგორც სამოსზე, ისე ფეხსაცმელზე, ზღვის კოლექციასა და აქსესუარებზე”, – განუცხადეს ,,ფორტუნას” მაღაზიაში.

მათივე ინფორმაციით, ,,ტომი ჰილფიგერში” წარმოდგენილი გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციაზე არსებული ფასები, აქციის პირობებში, 70-80 ლარიდან იწყება. კოლექციაში ბრენდის ოფიციალური ფერების, ლურჯის, თეთრისა და წითლის გარდა, ფერთა სრული გამაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ახალ პროდუქციას, როგორც ,,ტომი ჰილფიგერში” აცხადებენ, შემოდომა-ზამთრის კოლექციას მაღაზიაში, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღებენ.

ცნობისთვის, ბრენდი ”ტომი ჰილფიგერი” 1985 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. ბრენდი საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g