რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკაში ,,მხიარული დილა’’ მსახიობ დათო როსტომაშვილის შესრულებით სიმღერის პრემიერა შედგა.
დათო როსტომაშვილი: პირველ რიგში ერთი საინტერესო ამბავი მაქვს, რომ ახალ წელს, ისევე როგორც ყველა, ქეიფს ვაპირებ.
რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?
საყვარელია ყველა სადღეგრძელო, რომელსაც ვსვამ. მთავარია შეძლო დალევა. ძალით სადღეგრძელოების გარდა ყველა მიყვარს.
ახალი სიმღერის შესახებ მოგვიყევით..
ახალი სიმღერის სახელწოდება გახლავთ, ,,მე არასდროს შევიცვლები’’. ტექსტი ედუარდ უგულავას, ხოლო მუსიკა მიშა ზაქარიაშვილს ეკუთვნის.
მიშა არის ჩემი სტუდენტობის მეგობარი. საქართველოსთვის ყველაზე რთული პერიოდი ერთად გავატარეთ. ბევრი სიმღერის შესრულება მომიწია და ბოლოს, რომელიც მან შექმნა იყო, ,,მე არასდროს შევიცვლები’’. დანარჩენი მსმენელმა შეაფასოს. იმედია, მოეწონებათ.
დათო როსტომაშვილი – მე არასდროს შევიცვლები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
