LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ცხედრებს აშშ-ში გადაასვენებენ

76

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა და თბილისის აეროპორტში გადაასვენეს.  ცხედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გადაასვენებენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რაიან სმიტის ძმა იმყოფეობდა, მაგრამ საელჩომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცხედრებს ჯერ კიევის აეროპორტში გადაასვენებენ, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება აშშ-ს მიმართულებით.

აშშ-ს საელჩოს განმარტებით, კონფიდენციალურია ინფორმაცია, ამერიკის რომელ ქალაქში დაკრძალავენ სმიტების ოჯახის წევრებს.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი რომ ყველა ხარჯს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ფარავს. თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საელჩო სმიტების ოჯახს მხოლოდ საკონსულო ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით ეხმარებოდა.

imedinews-ის ინფორმაციით, ხადის ხეობაში მოკლულ ლორა სმიტს, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, გაუპატიურების კვალი აღენიშნება. სამართალდამცველები ამ ფაქტს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვნეს.

მოგვიანებით იპოვნეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g