LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მედიაწიგნიერების ღონისძიება ჩატარდა: “საქართველოში დეზინფორმაციის მასშტაბი მზარდია”

45
266393677-6700056376736117-1073368707489377746-n

თბილისში სასტუმრო ჰილტონ გარდენში, არაკომერციულმა ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდმა“ ჩეხეთის მთავრობისა და USAID/GEORGIA- ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის მედიაწიგნიერების დახურვით ღონისძიებას უმასპინძლა.

დღესდღეობით, საქართველოში დეზინფორმაციის მასშტაბი მზარდია, ინფორმაციებზე საზოგადოების დიდი ნაწილის რეფლექსია კი, ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება. კოვიდ-19 ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო საშინაო, თუ საგარეო ძალების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის სიძლიერე, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ნდობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვაქცინაციის პროცესებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ მიერ ჩატარებული ღონისძიების მთავარი საკითხი მედიაწიგნიერებას, ფაქტების გადამოწმებას, მედია განათლებასა და საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობის განხილვას ეხმიანებოდა.

2020 წლის იანვრიდან, „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს მისიამ განახორციელა პროექტი “საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით” – აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაინერგა OWIS სასწავლო მეთოდოლოგია, რომელიც დოკუმენტური ფილმებით მედია წიგნიერების და ადამიანის უფლებების სწავლებას გულისხმობს, გადამზადდა 12 სამიზნე ორგანიზაცია და შემდგომ, მათი დახმარებით მოიცვა 150 ახალგაზრდა, გრძელვადიანი სასწავლო კურსით.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა; USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელი პეტერ ვიბლერი და „ფიფლ ინ ნიდ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი დიონ ბატერსბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები