LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი Ford Bronco-ს კრაშ-ტესტი ეფექტური ვერ გამოვიდა

32
branconews

საგზაო უსაფრთხოების ამერიკის სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) Ford Bronco-ს კრაშ-ტესტი ჩაატარა და მოდელმა მაინცდამაინც მაღალი შეფასება ვერ დაიმსახურა. ყველგანმავალმა უსაფრთხოების გამოცდა სუსტად ჩააბარა: უკნიდან დაჯახების შემთხვევაში მგზავრთა უსაფრთხოება საკმარისად ვერაა დაცული. კრიტიკის ქვეშ მოექცა Bronco-ს ფარებიც, სპეციალისტები ფიქრობენ რომ ახლო განათების ფარები გზას საკმარისად ვერ ანათებს, ამან კი მოდელს საუკეთესო შეფასების მიღების შანსი დააკარგვინა.

ცდებში ოთხკარიანი Bronco მონაწილეობდა, მოდელი რომლის შეკვეთაც აშშ-ს ტერიტორიაზე უკვე შესაძლებელია. იმისათვის, რომ მოდელს უსაფრთხოს წოდება მიენიჭოს 6 სხვადასხვა კატეგორიაში მაღალი შეფასებები უნდა დაიმსახუროს.

ამ უკანასკნელმა კი ყველაფერს ვერ გაართვა თავი. იმ მოდელების რეიტინგი, რომლებიც ამ საპატიო სიაში მოხვდებიან, ოფიციალურ საიტზე 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

Ford თავისი Bronco-ს უსაფრთხოებას მაქსიმალურად გაზრდის, განახლებული მოდელი ბაზარზე 2024 წლის შემდეგ გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g