LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის თანამშრომლები პრემიას – 6000 ევროს მიიღებენ

51
mercedesbenz

Daimler თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი Mercedes-Benz-ის თანამშრომლებს გულუხვ ბონუსებს დაჰპირდა. არც თუ ისე მარტივი 2021 წლის შემდეგ, ისინი რეკორდულ პრემიას 6 ათას ევროს მიიღებენ. თუმცა, ასეთ საახალწლო საჩუქარს ყველა არ უნდა ელოდოს – ფული კონცერნის სამშობლოში მდებარე ქარხნებში დასაქმებულებისთვისაა განკუთვნილი. ხოლო ის დაწესებულებები, რომელიც გერმანიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ბონუსის გარეშე დარჩება.

მოსალოდნელი დანამატის შესახებ ინფორმაცია Daimler-მა ოფიციალური პრეს-რელიზით გაავრცელა. პრემიებზე კონცერნი 600 მილიონ ევროს დახარჯავს და ფულს 100 ათასამდე ადამიანი მიიღებს.

რელიზში არ არის აღნიშნული თუ როგორი ფინანსური წელი ჰქონდა Mercedes-ს და მხოლოდ ის წერია, რომ ბრენდმა განვითარება თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლო.

2021 წლის პირველი 9 თვის შეჯამებით Mercedes-Benz-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 617 508 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც წინა წლის შედეგთან შედარებით 3%-ით უკეთესი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები