რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა იცის მისი ორეულების არსებობის შესახებ თეორია და ამაზე ღიმილით რეაგირებს.
ამის შესახებ პესკოვმა თინა კანდელაკისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.
პუტინს მისი ორეულების გამოყენების შესახებ 2015 წელს პრესკონფერენციაზე კითხეს, მაშინ მან მათი არსებობა უარყო. მედია მაშინ წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს 6 ორეული ჰყავდა.
გაჟღერდა ვერსიაც, რომ პუტინი 2002 წელს მოკლეს და ქვეყანას მისი ორეული მართავდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში მას ორეულის გამოყენება შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.