LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამინდი უარსდება: 21 დეკემბრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

149
shutterstock-639078331

მეტეოროლოგები ხვალიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან, უმეტესად დასავლეთ საქართველოში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, არამდგრადი ამინდები 23 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში სავარაუდოდ გათოვდება, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ზოგან დაბლობსა და ბარშიც გათოვდეს.

“ეს, განსაკუთრებით, ეხება 22-23 დეკემბერს. 24 დეკემბერს თოვის ინტენსივობა იკლებს, გამოიდარებს და გამოდარებას მოჰყვება ყინვის გაძლიერება დაბლობში, ბარში, მთასა და მაღალ მთაში.” – აცხადებს გვაზავა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დროისთვის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია:

?  ძლიერი ქარის და სუსტი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

?  გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

?  დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;

?  თოვის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ187 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ187 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები