LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო

272
გიორგი კალანდაძე

გენერალ გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინელი კონსულები დაკავების მიზეზებს არკვევენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბერლინში შვილთან იმყოფებოდა, როცა მას ხელბორკილები დაადეს.

“ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ამ ქვეყანაში, პატრიოტიზმი დასჯადი გახდა” – გოგოლა კალანდაძე დაკავებულ ძმაზე

გიგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა. აგვისტოს ომის საბრძოლო ოპერაციის ერთ-ერთ მეთაურზე საქართველოში დაწყებული დევნის გამო ის წლების წინ უკრაინაში გაემგზავრა და მეგობარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რჩევებს აძლევდა. სწორედ ამის გამო მისცეს მას უკრაინის მოქალაქეობა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გენერალ გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში – სააკაშვილი გერმანიაში დაკავებულ გენშტაბის ყოფილ უფროსზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g