რა თქმა უნდა, საბერძნეთის კუნძულები არასდროს უჩიოდნენ სტუმრების სიმცირეს, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაერთოს. გთავაზობთ რამდენიმე პრქტიკულ რჩევას, რათა შვებულება დაუვიწყარ „ბერძნულ არდადეგებად“ აქციოთ.
ჰალკიდიკის ნახევარკუნძული – დაათვალიერეთ საბერძნეთის მნიშვნელობით მეორე ქალაქი – სალონიკი და კატარღით იმოგზაურეთ ღირსშესანიშნაობებით მდიდარ აიონ-ოროსის რეგიონში.
სანტორინის კუნძული – გაეცანით კუნძულის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ეთნოსოფელში და მოინახულეთ არქეოლოგიური ქალაქი თავისი ოდესღაც ფერფლით დაფარული შენობებით.
როდოსის კუნძული – განიწმინდეთ ცოდვებისგან ყინულივით ცივ წყაროებში, შეისწავლეთ პეპლების იშვიათი ჯიშები და მოინახულეთ „ფერად“ კუნძულად წოდებული სიმი.
კრეტას კუნძული – მოინახულეთ ქნოსის სასახლის უძველესი ნანგრევები და დიქტეის გამოქვაბული, სადაც ლეგენდის თანახმად ქალღმერთი რეა მეუღლეს – ტიტან ქრონოსს ემალებოდა.
ქოსის კუნძული – გაცურეთ მეზობელ – ნოსირისი და კალიმნოსის კუნძულებამდე, მოინახულეთ ასკლეპიონის უძველესი ტაძარი და აღიდგინეთ ძალა „ემპროს თერმას“ ცხელ წყლებში.
კორფუს კუნძული – გაცურეთ „თაგვების კუნძულად“ წოდებულ პონტიკონისამდე და დატკბით კორისიონის ეკოლოგიურად სუფთა ტბების ხედებით პანორამული მოედნიდან, რომელსაც ადგილობრივებმა „კაიზერის სამეფო ტახტი“ შეარქვეს.