„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია დღეს, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული, მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზანს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აუცილებელია ეს ბრძოლა იყოს კარგად გააზრებული და კომპლექსური.
„მიუხედავად იმისა, რომ აქციები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აუცილებელია ეს ბრძოლა იყოს კარგად გააზრებული და კომპლექსური, ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს იმ საერთო მიზანს, რასაც „ქართული ოცნების“ დამარცხება,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.
ცნობისთვის, დღეს, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ვიდეო: მივაწვეთ ბოლომდე, არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ – სააკაშვილმა პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა
დღეს ნაძვის ხის ხმას უფრო გაიგებენ, ვიდრე ხალხისას – სამხარაძე ენმ-ის აქციაზე