სულ ცოტა ხნის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ინტერნეტით საშობაო ფოტო გაავრცელეს.
ამ ფოტოს საზოგადოება დიდი ხანია ელის, რადგან ამ წელს ჩვენ პირველად ვიხილეთ წყვილის ქალიშვილი, 6 თვის ლილიბეთ დაიანა და პრინცი არჩი, რომლის ფოტოც ასევე ერთ წელია არ გავრცელებულა.
ფოტოზე მეუღლეები ბედნიერები ჩანან. პატარა ლილიბეთი მეგანს ხელში უკავია, არჩი კი მამასთან ერთად ზის.
ორივე შვილი საოცრად ჰგავს მამას და ორივეს პრინცი ჰარივით წითური თმა აქვს.