თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს საქართველოც მიიღებს.
მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად კონფიდენციალურია, თუმცა ის ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა.
” მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებმა აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაცია მიიღეს. Pfizer-ის მიერ წარმოებული „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას, თუ პირველივე დღეებში მივცემთ მას პაციენტს, ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნუპირავირი“ – 30%-ით, მაგრამ ესეც კარგია, – განაცხადა ტ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.