LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტით 20-მდე კომპანია დაინტერესდა

93

ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია დაინტერესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია IDOM-ის სპეციალისტებისგან.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი – კობის მონაკვეთზე, 23 კილომეტრიანი გზის და მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გეგმავს. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, პროექტის დასრულების შემდე კი ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მგზავრობა უსაფრთხო იქნება, სატრანზიტო ტრანსპორტს აღარ მოუწევს კურორტ გუდაურის ტერიტორიაზე გავლა”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსაა დაგეგმილი, დასრულების ვადა კი 2022 წელია. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს დაახლოებით 1 საათით შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g