ე.წ. მესაზღვრეებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან მოქალაქე ვასილ სალამაშვილი გაიტაცეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მამაკაცი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.
სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.