LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20 პროცენტიც უკანონოდ ოკუპირებულია – გიორგი მარგველაშვილი

106

“თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20 პროცენტიც სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ,” – საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სწავლება “ღირსეული პარტნიორის” ღონისძიება გახსნა.

პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას პარტნიორი ქვეყნებიდან სწავლების მონაწილეებს მიესალმა და წვრთნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა. ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობა, სტაბილურობა. პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობით აღდგება.

„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც აქ თანამებრძოლებთან ერთად დგანან, ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომელიც თქვენმა თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე ჩაიდინეს. დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20 პროცენტიც სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე და იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღიდგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g