თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი, ჩხუბის დროს დაშავდა. ერთი სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი – ინგოროყვას კლინიკაში, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალში“, ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, მომხდარზე დანარჩენი დეტალები დგინდება.