ერთად უფრო ძლიერები ვართ – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. წლის შემაჯამებელ ვიდეოში გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.
მათ შორის საუბარია შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე და ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე.
ვიდეოში თავმოყრილია პროექტები, როგორიც არის: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ბიზნესის მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება, მდგრადი ტრანსპორტი და ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.
“ევროკავშირი საქართველოში გილოცავთ ახალ წელს!“- წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.