LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლიდან ამოქმედებული 5 მთავარი სიახლე, რომელიც ყველას გვეხება

4670
tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-street-tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-199496174

ისევე, როგორც თითქმის ყოველი წლის დასაწყისში, წელსაც, რამდენიმე ახალი წესი უკვე ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. სიახლეების ნაწილი კი 2022 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, შევა ძალაში.

FORTUNA.GE წარმოგიდგენთ 5 მთავარ სიახლეს, რომელიც მეტ-ნაკლებად, საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება.

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება

ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა. მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში, ტარიფი არსებული 50 თეთრის ნაცვლად, იქნება 1 ლარი.

მართვის მოწმობის ასაღებად, გამოცდის ჩაბარება ქუჩაშიც გახდება აუცილებელი

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. 2022 წლის 25 აპრილიდან, სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში (ქუჩაში) მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. საუბარია, მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო, 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.

თბილისში ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო, ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ.

იკრძალება 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები

ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. ახალი წესით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად, 10 წლით განისაზღრება.

ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყება

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში, შესაბამისად, წამლების მონიტორინგიც დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g