LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძე: „მადლობა მათაც, ვინც ამ გზაზე ფეხი წამომიდო ან მნიშვნელოვან მომენტში მიმატოვა, თქვენ დამიმატეთ „საწვავი“

554
qristineimedadze

ქრისტინე იმედაძემ სოციალურ ქსელში განვლილი 2021 წელი შეაჯამა და მადლობა გადაუხადა უამრავ ადამიანს, რომელმაც მას დახმარება გაუწია:

„დიდი მადლობა ყოველი ტკბილი სიტყვისთვის, ყოველი თბილი შეფასებისთვის! გულშემატკივრობისთვის! მთელი წლის განმავლობაში. მე ყველაფერი შევძელი თქვენთან ერთად! თქვენი სიყვარული მაძლევს უზენაეს ძალას… მადლობა ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემს შემოქმედებაში წვლილი შეიტანა თავისი არსებობით, რჩევით თუ ქმედებით, მადლობა სამყაროს ყოველი შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩემთვის გაიმეტა. მადლობა ქრისტინეს, უწყვეტი შრომის უნარისთვის. მადლობა მათაც, ვინც ამ გზაზე ფეხი წამომიდო ან მნიშვნელოვან მომენტში მიმატოვა, თქვენ დამიმატეთ „საწვავი“.

გილოცავთ ახალ 2022 წელს!.. გისურვებთ ჯანმრთელობას! სიყვარულს! ბედნიერებას და მშვიდ ცხოვრებას! მიყვარხართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g