LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – ვინ წარადგინა ახალმა მინისტრმა

791
ილია ღუდუშაური

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

უწყების ინფორმაციით, ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

ცნობისთვის, „პირველი არხის“ ინფორმაციით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.

 

magti 5g