LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი გადადგომა ახალ მინისტრს არ უკავშირდება, უნდა დავისვენო: ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

928
image-2022-01-03-151217

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გიორგი წოწკოლაური განმარტებას აკეთებს.

მისი განცხადებით გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და თანამდებობიდან წასვლა ჯანდაცვის ახალ მინისტრს არ უკავშირდება.

წოწკოლაურის განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე ინფორმირებული იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

„თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე. წლის ბოლოს აღვასრულე დიდი და რთული შრომიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავწიეთ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ცოტა უნდა დავისვენო, შემდგომში უფრო მეტად ნაყოფიერად უნდა გავაგრძელო მუშაობა, სადაც სამშობლოს დასჭირდება. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ ეს აუცილებელი იყო. ეს არ უკავშირდება ახალ მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძესთანაც მქონდა აღნიშნულ საკითხზე საუბარი“, – განმარტავს წოწკოლაური.

ცნობისთვის, გიორგი წოწკოლაური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

magti 5g