ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრნენ, სადაც ოთომ მეწყვილეს დაუსვა კითხვა, ეჭვიანობს თუ არა ის, როდესაც თავად სხვა ქალთან ერთად ცეკვავს. ჯულიანამ ამ კითხვას დადებითი პასუხი ახსნა და თავისი პოზიცია ასე განმარტა:
„ამ შეგრძნებას უფრო დავარქმევდი პროფესიონალურ ეჭვიანობას, რადგან ვფიქრობ, ყველას, ვისაც მეწყვილე ჰყავს, ეს შეგრძნება ეუფლება, როცა თავის პარტნიორს სხვასთან ერთად ხედავს. მე და ოთოს არაერთხელ გვისაუბრია, რომ ამ სეზონზე კარგი მუსიკა ჟღერდა და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც დაგვედგა ცეკვები. ეს უფრო სხვა ეჭვიანობაა…“